Saturday, June 24, 2017

THANKSGIVING DAY 
(პროექტის რეფლექსია)

სსიპ ქ. ხაშურის # 8  საჯარო სკოლის მასწავლებლები: მარინა გორგაძე ,ელენე ჩალათაშვილი,  პატრიკ ტიმესი.
კლასი - VII ა.

პროექტის სახელი: “Thanksgiving Day”.
პროექტის აქტუალურობა: ნოემბრის მეოთხე ხუთშაბათს მთელ ამერიკის შეერთებულ შტატებში აღინიშნება მადლიერების დღე. ეს არის ყველაზე პოპულარული დღესასწაული ქვეყანეში. ეს დღესასწაული გახდა ოჯახის, მეგოგრობის, ურთიერთგატანისა და ქველმოქმედების სიმბოლო. ამიტომ ჩვენ მივიჩნიეთ, რომ  მოსწავლეებისთვის ამ დღესასწაულის გაცნობა- გაზიარება იქნებოდა მნიშვნელოვანი.

პროექტის მიზანი: მოსწავლეები გაეცნობიან მადლიერების დღის საინტერესო ისტორიას დამისი აღნიშვნის ტრადიციას და ჩვეულებებს;
მოსწავლეები ინგლისურ ენაზე განახორციელებენ თეატრალურ პიესას;

მოსწავლეებს გაუჩნდებათ ინტერესი გაეცნონ სხვა უცხოურ დღესასწაულებსა და ტრადიციებს.