რესურსები

                                      კომპიუტერული თამაში და ქვიზი


http://LearningApps.org/display?v=po2mh24j317 http://www.learnclick.com/user/marinagorgadze ელექტრონული სასწავლო რესურსის შექმნის და გამოყენების რეფლექსია სსიპ ქ.ხაშურის #8 საჯარო სკოლის ინგლისური ენის პედაგოგი მარინა გორგაძე ციფრული რესურსის სათაური: Countable and Uncountable Nouns (თვლადი და უთვლადი არსებითი სახელები) საგანმანათლებლო რესურსის შექმნის მიზანი: 1. გავუადვილო დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებს თვლადი და უთვლადი არსებითი სახელების გარჩევა. 2. მივაწოდო მასალა თამაშის სახით და გავხადო გრამატიკის სწავლა სახალისო, რაც ხელს შეუწყობს მოსწავლეების ჩართულობას საგაკვეთილო პროცესში. 3. ჩემი გამოცდილება გავუზიარო უცხო ენების პედაგოგებს. რამ განაპირობა ამ კონკრეტული ციფრული რესურსის შერჩევა/გამოყენება დასახული საგანმანათლებლო მიზნისთვის? მიმაჩნია,რომ აუცილებელია მოსწავლეებს გავუადვილოთ გრამატიკული მასალის შესწავლა–დამახსოვრება. ყოველთვის ტრადიციული მეთოდების გამოყენება მუშაობისას შესაძლოა მოსაწყენი გახდეს. რადგან დაწყებით საფეხურზე თვლადი არსებითი სახელები შემოდის ძირითადათ საკვების დასახელებების ფორმით, მეც გადავწყვიტე ამ სიტყვებზე ამეგო ჯერ თამაში და შემდეგ ქვიზი, რომელიც იქნებოდა ამ თამაშის ლოგიკური გაგრძელება. ვთვლი,რომ ამ ასაკის ბავშვებისთვის აუცილებელია მრავალფეროვნება და მასალის თამაშის მეშვეობით მიწოდება . გადავწყვიტე შემექმნა სასწავლო რესურსი ,რომელსაც ექნებოდა კომპიუტერული თამაშის ფორმა ვებგვერდზე https://learningapps.org/ და ქვიზი https://www.learnclick.com/ . მოსწავლეებს შეუძლიათ ეს რესურსი გამოიყენონ სახლში ან გაკვეთილზე და ივარჯიშონ ნასწავლი გრამატიკის უკეთ დამახსოვრებაში. ადვილია ამ რესურსის მოდიფიცირება და მორგება ნებისმიერ მასალაზე, იქნება ეს გრამატიკული თუ ლექსიკური, რომელიც შეიძლება დავყოთ ორ ან თუნდაც მეტ კატეგორიად. მიღწეული შედეგები: უცხ.დ.IV.1. მოსწავლეს შეუძლია მასწავლებლის მითითებებისა და სავარჯიშოს მარტივი ინსტრუქციების გაგება. უცხ.დ.IV.9. მოსწავლეს შეუძლია წერილობითი ტექსტის სტრუქტურის დაცვა, გამომუშავებული აქვს ელემენტარული ენობრივი უნარ-ჩვევები და შეუძლია მათი გამოყენება. უცხ.დ.IV.18. მოსწავლე აქტიურადაა ჩაბმული სასწავლო პროცესში. უცხ.დ.IV.19. მოსწავლეს შეუძლია რესურსების გამოყენება სასწავლო საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით. უცხ.დ.IV.21. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა ხერხის გამოყენება ლექსიკური მასალის ასათვისებლად. 3.უცხ.დ.IV.27 მოსწავლეს შეუძლია რესურსების გამოყენება სასწავლო საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით. 4.მოსწავლეებმა დაიწყეს ინგლისური ენის შესწავლა მეტი ინტერესით. რესურსის გამოყენების ინსტრუქცია სამიზნე ჯგუფი– 3-4 კლასი ,დ.IV შედით აღნიშნულ ვებგვერდზე და ღილაკის დაწკაპებით შეუსაბამეთ სიტყვები სურათებს (თვლადი არსებითი სახელები მოათვსეთ მარცხენა სვეტში, ხოლო უთვლადი არსებითი სახელები- მარჯვენა სვეტში). თამაშის დამთავრების შემდეგ შეამოწმეთ თქვენი პსუხები. შეგიძლიათ ითამაშოთ მრავალჯერ, ვიდრე არ მიაღწევთ უმაღლეს შედეგს. შედეგის გამყარების მიზნით გადადით შემდეგ ბმულზე და შეუსაბმეთ ზმნები (is/are) არსებით სახელებს. თქვენ გაქვთ 10 წინადადება, ორი მცდელობა და დრო -10 წუთი.

No comments:

Post a Comment